"ბაიერნის" მწვრთნელად დანიშვნის თანავე, ვინსენტ კომპანიმ გამოთქვა სურვილი, შეენარჩუნებინა ალფონსო დეივისი.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღეა კლუბსა და ფეხბურთელის ხელმძღვანელობას შორის ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეივისი და მისი მენეჯმენტი ახლა უფრო დადებითად არიან განწყობილნი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს იყო რამდენიმე კვირის წინ.
კომპანი ასევე დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია დეივისი სწორ გზაზე დააყენოს ასეთი ცუდი სეზონის შემდეგ და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.
"რეალის" ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მადრიდელებს შეთავაზება არ გაუკეთებიათ. გაყიდვის შემთხვევაში, მიუნხენელები 50 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ, რომლის გადახდაც ესპანურ კლუბს არ სურს. - იტყობინება გამოცემა, "SkySport".