უეფა პარასკევს ალიანს არენაზე ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე ფეიერვერკის გამოყენებას გეგმავს.
მიუნხენის ხელისუფლება კი ამას არ ეთანხმება. თავდაპირველი გეგმების მიხედვით, ცერემონიის დროს 60 ფეიერვერკი დაიშვება, მაგრამ პირო შოუ უნდა დაამტკიცოს ქალაქ მიუნხენმა.
ქალაქის ხელისუფლებამ ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა გახსნაზე.
უეფას განცხადება ასეთია: „გახსნის ცერემონიის დაგეგმვა და ორგანიზება მკაცრად რეგულირდება. იგი ხორციელდება ჩამოყალიბებული მწარმოებლებისა და პროფესიონალური კომპანიების ჩართულობით, მასპინძელი ქვეყნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.”