იოზუა კიმიხი უპირატესობას ანიჭებს "ბაიერნში" დარჩენას, იმ პირობით, თუ ის იგრძნობს კლუბის ნდობას. ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ხელფასზე შეთანხმება.
კიმიხი ამჟამად 20 მილიონ ევროს იღებს წელიწადში თუმცა, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს დაკლება სურთ.
ამ დროისთვის არცერთი კლუბის შეთავაზება არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი.