ჰიროკი იტო: "ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში.
"ბაიერნს" კარგი რეპუტაცია და სახელი აქვს იაპონიაში. მე ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა "შტუტგარტში". ახლა კი მოუთმენლად ველოდები მიუნხენში გამოწვევას და მსურს ჩემი წვლილი შევიტანო იმისთვის, რომ "ბაიერნმა" ბევრი ტიტული მოიგოს.
ჩემთვის მიუნხენის "ბაიერნი" იდეალური კლუბია." - განაცხადა "ბაიერნის" ახალმა ფეხბურთელმა, ჰიროკი იტომ.