ჰარი კეინი "ბაიერნში" თავის პირველ სეზონზე და ევროპის ჩემპიონატზე:
"ეს არის წარმოუდგენელი გამოცდილება. ისეთ კლუბში თამაში, როგორიც მიუნხენის "ბაიერნია", მხოლოდ გაგაუმჯობესებს და სხვა დონეზე გადაგიყვანს, რადგან აქ დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ, ყველა თამაშში წარმატებული უნდა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელების და მწვრთნელების ხარისხი, უბრალოდ ძალიან მაღალ დონეზეა და ეს ძალიან მომწონს.
აქ ატმოსფერო საუკეთესოა, რომელშიც ოდესმე მითამაშია. ასე რომ, მე მიყვარს ეს ნაწილი და ველი, რომ ევროპის ჩემპიონატის თამაშებიც იგივე იქნება."