ბოლო პერიოდში იყო საუბრები ალფონსო დეივისის მომავლის შესახებ.
მოთამაშის აგენტი, ცოტა ხნის წინ მიუნხენში იმყოფებოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ის ახალ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, მაგრამ “ბაიერნის” საბჭო ისევ არ იყო კმაყოფილი ამ ფასებით, მათ განაცხადეს, რომ ეს ძალიან ძვირია.
საუბარი იყო ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელიც მთლიანობაში 100 მილიონი ევრო დაჯდებოდა. იგი მოიცავდა აგენტისა და მოთამაშის ხელმოწერის საფასურს.
ხელმოწერის საფასური იყო 15 მილიონი ევრო, რაც ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი იყო “ბაიერნის” საბჭოსთვის. ამიტომაც აგენტი შეთანხმების გარეშე გაფრინდა უკან.