22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 - საათზე, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი 1 - 1 დასრულდა, რაც მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა.
გიორგიმ პირველ ტაიმში საოცარი შეფასება, (9,9) აიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ამ მატჩის შემდეგ, ლოთარ მათეუსმა ქართველზე ისაუბრა:
"არ მესმის რატომ არ იყიდა "ბაიერნმა" მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ტიტულები მოგაგებინოს და დაახლოებით 35 მილიონი ევრო ღირს.
ჩეხეთთან მატჩში მან დაგვანახა, რომ შეუძლია გახდეს მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე."