მაიკლ ოლისეს 53 მილიონ ევროიანი გათავისუფლების პუნქტი უნდა ამოქმედდეს ოთხშაბათამდე. სამეთვალყურეო საბჭომ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს გარიგება, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა.
მაქს ებერლი და ვინსენტ კომპანი ოლისეში დარწმუნებულნი არიან და დიდ პოტენციალს ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს შეეძლო წინასეზონის დიდი ნაწილი გამოეტოვებინა ოლიმპიადის გამო და მიუხედავად ბარძაყის ხანგრძლივი ტრავმისა.
სერჟ გნაბრი და კინგსლი კომანი, ორივე გასაყიდი კანდიდატები არიან, მაგრამ მათ ჯერ არ გამოუჩენიათ წასვლის სურვილი. ხელმძღვანელობას უნდა და სურვილი აქვს გაყიდოს ორივე.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ოლისე შეუერთდება "ბაიერნს".