მაიკლ ოლისეს ტრანსფერი მიუნხენში, სავარაუდოდ ნიშნავს კინგსლი კომანის "ბაიერნში" მოღვაწეობის დასრულებას.
ფრანგი ვინგერი ამ ზაფხულს ახალ გამოწვევას და კლუბს ეძებს - "რეკორდმაისტერი" კი ღიაა მისი გაყიდვისთვის.
"პსჟ" დაინტერესებულია კომანით, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთელთან იყო კონტაქტი და არა კლუბებს შორის.
კინგსლი კომანს მიუნხენის "ბაიერნში" სულ ჩატარებული აქვს 294 მატჩი, 63 გოლით და 66 ასისტით.