"ბაიერნი" და "ჩელსი" ბოლო თვეების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ კითხულობდნენ, მაგრამ მათ არ უნდოდათ მამარდასთვის დიდი ფულის გადახდა, რადგან ქართველი მეკარე მათთვის ევროპულ შეჯიბრებებში დაუმტკიცებელი იყო.
კლუბებმა მას აცნობეს კიდეც, რომ ეს იყო ეჭვების მიზეზი. ახლა მამარდაშვილის შესანიშნავმა და უნაკლო გამოსვლებმა ევროზე, დაამტკიცა, რომ ის საუკეთესოა და ეს არგუმენტი აღარ არსებობს.
"ბაიერნს" დიდი ინტერესი აქვს მის მიმართ გასული წლიდან. შეთავაზების გაკეთებას პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც განიხილავს. "ვალენსიას" სურს 35 მილიონი ევრო.