მუსიალა: "შვეიცარიასთან თამაში, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი. მაგრამ საერთო ჯამში ბევრი დადებითი რამ არის, თუ როგორ ვთამაშობთ, შანსების რაოდენობა, მომენტების შექმნა და ა.შ. - ეს კარგია, ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარია რომ გვაქვს გოლების გატანისა და საჯარიმოში მოხვედრის სურვილი“.
გუნდური სულისკვეთების შესახებ: "ბოლო წლებში იყო დადებითი და უარყოფითი ფაზები. ახლა გუნდური სულისკვეთება ნამდვილად დიდია და ეს გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ტურნირზე შორს გავიდეთ."
მუსიალა "ბაიერნში" ცვლილებებზე:
"ცვლილებები ყოველთვის შეიძლება იყოს პოზიტიური. ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ატმოსფერო იყოს კარგი და სწრაფად ჩავწვდეთ ახალი მწვრთნელის ვინსენტ კომპანის იდეებს.
შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ვეცდებით მივაღწიოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.“