იოზუა კიმიხი მზადაა განიხილოს "ბაიერნიდან" ტრანსფერი, თუ ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
პრემიერ ლიგა შესაძლოა მისთვის დანიშნულების ადგილი იყოს. ბევრ ინგლისურ კლუბს ჰყავს ის სიაში და თუ გადაწყვეტს მიუნხენის დატოვებას, ბრიტანეთიდან აუცილებლად იქნება შემოთავაზებები.
კიმიხი "ბაიერნს" 2015 წლის 2 ივლისს შეუერთდა, ხოლო კონტრაქტი 2025 წელს იწურება და ღირებულება 50 მილიონი ევრო იქნება.