"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ჩუპო-მოტინგის შემცვლელად 27 წლის შვეიცარიელს, ბრილ ემბოლოს განიხილავს.
ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ არის, მაგრამ "ბაიერნის" ინტერესი რეალურია. ასევე ემბოლო კარგად იცნობს მაქს ებერლს "გლადბახიდან".
შვეიცარიელი თავდამსხმელი თავს კომფორტულად გრძნობს "მონაკოში" და აქამდე არც უფიქრია კლუბის დატოვებაზე.
თუ "ბაიერნი" ან სხვა ტოპ-კლუბი არ გადადგამს რაიმე ნაბიჯს ემბოლოსთვის, ის საფრანგეთში დარჩება. "მონაკოს" ხელმძღვანელობასაც დიდი სურვილი აქვთ, რომ შვეიცარიელი შეინარჩუნონ.