"მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" "ბაიერნის" სუპერ-ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას შეძენით ინტერესდებიან.
პეპ გვარდიოლას მეტი ფეხბურთელი სურს შემტევ ნახევარდაცვაში და მუსიალა მისი მთავარი სამიზნეა. ხოლო ჰანსი ფლიკი სიამოვნებით იხილავდა გერმანელს "ბარსელონაში".
ბავარიელის მიმართ კიდევ რამდენიმე ტოპ კლუბის ინტერესი არის გაზრდილი. მას აქტიურად აკვირდებიან პრემიერ ლიგიდან.
თუმცა, ამ ზაფხულს მუსიალას "ბაიერნიდან" წასვლა თითქმის გამორიცხულია.