ხავი სიმონსს ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი უახლოეს კვირაშია მოსალოდნელი.
მაქს ებერლი დარწმუნებულია, რომ სიმონსი მიუნხენში გადავა. ებერლი კარგად იცნობს ფეხბურთელს და მის გარემოცვას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოლაპარაკებებში.
მართალია, "ბაიერნი" ბევრს მუშაობს სიმონსის შეძენაზე, მაგრამ ჭორები, რომ კლუბი 90 მილიონს გადაიხდის ტყუილია. ხელმძღვანელობას არ სურს დიდი ფულის დახარჯვა.
ებერლის გარდა, ვინსენტ კომპანის ასევე აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ნიდერლანდელის "რეკორდმაისტერში" ტრანსფერი შედგეს.