"ბაიერნი" კვლავ აკვირდება დანი ოლმოს მდგომარეობას, მაგრამ ის არ არის პრიორიტეტული სამიზნე.
გეგმა არის ხავი სიმონსის შეძენა, მისი ტრანსფერი თუ არ გამოვიდა მეორე ვარიანტი დეზირე დუე იქნება. ოლმო კი იქნება სამიზნე იმ შემთხვევაში, თუ ორივე გარიგება ჩაიშლება.
"ბაიერნს" ამ სამი მოთამაშიდან მხოლოდ ერთის შეძენა სურს. ესპანელის ტრანსფერი კლუბებს 60 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.