"Sky Sports"-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" გამოავლინა ინტერესი ფლორიან ვირცის მიმართ, შემტევი ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერების მიზნით.
გერმანელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე მომავალ წელს იქნება ხელმისაწვდომი და "ბაიერნი" მის შეძენას ყველანაირად შეეცდება. თუ ეს ნაბიჯი არ განხორციელდა, "რეკორდმაისტერი" ყურადღებას კვლავ სიმონზე გადაიტანს.
შეგახსენებთ, ვირცი გასულ სეზონში ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ჩაბი ალონსოს მთავარი მოთამაშე იყო.