კოვაჩმა დეივისის მომავალზე ისაუბრა

კოვაჩმა დეივისის მომავალზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, 18 წლის კანადელი სუპერ-ტალანტის, ალფონსო დეივისის, გუნდში ინტეგრაციაზე ისაუბრა.

"ფონსი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა. ის ამერიკიდან მიუნხენის "ბაიერნში" გადმოვიდა. აქ პირველ რიგში რეაბილიტაციაა საჭირო, რაც ჯერჯერობით კარგად გამოსდის.

არ არის მარტივი ახალგაზრდა მოთამაშის ეგრევე სწორ გზაზე დაყენება. ამ ბიჭს დრო უნდა მივცეთ. თითოეულ ჩვენს ახალწვეულს დრო სჭირდება, ამიტომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.

მათგან ეგრევე სასწაულებს არ უნდა ველოდეთ. მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, მისი მუშაობა შედეგს გამოიღებს და დეივისი სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

ალფონსო დეივისი მიუნხენის "ბაიერნმა" "ვანკუვერიდან" 13 მილიონ დოლარად გაიფორმა, მაგრამ დეივისს ჯერ ძალიან ცოტა დრო ეძლევა

ალფონსომ ბუნდესლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე მხოლოდ 18 წუთი დაჰყო.


24-02-2019, 16:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0