ლოთარ მათეუსი ჯამალ მუსიალაზე და მაღალი ხელფასის მოთხოვნაზე:
"როგორც მესისთვის არ იყო ლიმიტი, ჩემი აზრით, არც მუსიალასთვის არ უნდა იყოს. თქვენ ის გჭირდებათ არა მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო.
თქვენ გჭირდებათ მუსიალა, როგორც სარეკლამო სახე საერთაშორისო მარკეტინგისთვის. ეს არის ღირებულება, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
ჩემი აზრით, მუსიალას აქვს თავისუფალი არჩევანი. მას პრაქტიკულად თავად შეუძლია დაწეროს ციფრები, როგორც ერთხელ ფრანც ბეკენბაუერმა თქვა ჩემზე.
თუ მანუელ ნოიერი და ლევანდოვსკი წელიწადში 25 მილიონს შოულობენ ან გამოიმუშავებენ, ვფიქრობ, რომ მუსიალაც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ხუთი წელი 25 მილიონი წელიწადში პლუს ხელმოწერის საფასური, ეს იქნება 150 მილიონი. ეს იქნება კარგი ფასი და, ჩემი აზრით, გონივრული თანხა."