ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ტიმო ვერნერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მას შემდეგ, რაც "ჩელსი" "ბაიერნთან" საკუთარ კედლებში 0:3 დამარცხდა, დავეჭვდი, გადავსულიყავი თუ არა ლონდონურ კლუბში."
"ლაიფციგის შემადგენლობაში არაერთხელ მიწევდა მიუნხენელებთან ასპარეზობა და ყველა შეხვედრას ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით. "ჩელსი" კი მტკივნეულად დამარცხდა." - აცხადებს ვერნერი.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფორვარდის დამატებით მიუნხენის "ბაიერნიც" იყო დაინტერესებული.