კროკობეთი
კროკობეთი
ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

სიახლეები

ნოიერის არანორმალური სეივი "სევილიასთან" (ვიდეო)
UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი, მანუელ ნოიერი საოცრად გამოიყურებოდა.

გთავაზობთ მანუს არანორმალურ სეივს ექსტრა ტაიმის სტარტზე.


ხავი მარტინესი: "ყველაფერი ისე იყო, როგორც 2013 წელს"
"სევილიასთან" გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა, ხავი მარტინესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ყველაფერი ისე იყო, როგორც 2013 წელს. ამ გოლმა წარსულში დამაბრუნა და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. მე მუდამ ყველაფერს ვაკეთებ მინდორზე, თუნდაც სათამაშოდ მხოლოდ 10-15 წუთი მეძლეოდეს."

"დღეს ერთად მცირედით აღვნიშნავთ, რადგან კვირას თამაში გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ მატჩშიც აქ ვიქნები და მინდორზე შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად." - აცხადებს ხავი.
ფლიკი: "ზოგჯერ ფეხბურთი ლამაზ ისტორიებს წერს და ესეც ერთ-ერთი მათგანია"
სუპერთასის ტიტულის მოპოვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"სულ 15 წუთი დაგვჭირდა, რათა თამაშში ბოლომდე შევსულიყავით. მომეწონა გუნდის მენტალური მდგომარეობა და წარმატებისკენ სწრაფვა."

"სტადიონზე გულშემატკივრების დასწრებამ ძალიან გამახარა. თითქოს, ნამდვილი ფეხბურთი დაბრუნდა. მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა."

"ხავიმ გოლი გაიტანა და ტიტული მოგვაგებინა. ზოგჯერ, ფეხბურთი ლამაზ ისტორიებს წერს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. ოთხშაბათს მის წასვლაზე იწერებოდა, დღეს კი ის ჩვენ გმირად მოგვევლინა." - აცხადებს ჰანსი.
"ბაიერნმა" საოცარი რეკორდი დაამყარა
UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გარდა ტიტულის მოპოვებისა, გუნდმა ამ გამარჯვებით საოცარი რეკორდიც დაამყარა.

კერძოდ, "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ 23-ე ოფიციალურ შეხვედრაში იმარჯვა, მსგავსი შედეგი კი ისტორიაში ტოპ 5 ლიგის არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონია.

აქამდე რეკორდი მადრიდის "რეალს" ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს კარლო ანჩელოტის მეთაურობით ზედიზედ 22 თამაში მოიგო.
"ბაიერნი" 2:1 "სევილია" ფეხბურთელების შეფასებები
UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:


"ბაიერნი" UEFA-ს სუპერთასის გამარჯვებულია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სუპერთასის შეხვედრა, რომელშიც "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა 

ანგარიში მე-13 წუთზე ოკამპოსმა გახსნა, რასაც მალევე უპასუხა ლეონ გორეცკამ ზუსტი დარტყმით.

საბოლოო ანგარიში 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა დააფისირა და "ბაიერნს" ტიტული მოუტანა.
ლევანდოვსკის უმაღლესი კლასი გახურების დროს (Video)
დღეს ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

გახურების დროს რობერტ ლევანდოვსკიმ უმაღლესი კლასი გამოავლინა.


"ბაიერნი" - "სევილია" სასტარტო შემადგენლობები
სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულებს:


"ბაიერნი" ფრანგი სუპერტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ფრანგული "რენის" ამომავალი ვარსკვლავი, ედუარდო კამავინგა გამოჩნდა.

ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მისი შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის არიან "ბაიერნი"/ "რეალი" და "პსჟ".

ფრანგული გამოცემების ცნობით, "რენი" კამავინგას 100 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, მის გაყიდვას სეზონის დასრულებამდე არ აპირებს.
ბიელსა საკუთარ გუნდში "ბაიერნის" ფეხბურთელს ითხოვს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, მაიკლ კუისენსის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ამჯერად "ლიდსი იუნაიტედის" რადარზე გამოჩნდა. 21 წლის მოთამაშის ტრანსფერი პირადად მარსელო ბიელსას მოთხოვნაა.

წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ბრიტანული კლუბის წარმომადგენლები პირველ შეთავაზებას გააკეთებენ ფეხბურთელის თაობაზე. დიდი ალბათობით, "ლიდსი" მას იჯარის წესით დაიმატებს.

როგორც ცნობილია, "ბაიერნის" დატოვება თავად კუისანსსაც სურს, რათა მეტი სათამაშო დრო, გამოცდილება მიიღოს და ამის შემდეგ დაბრუნდეს კლუბში.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
რობერტ ლევანდოვსკი
1
სერჟ გნაბრი
გოლი: 3 0 3 0
სერჟ გნაბრი
2
რობერტ ლევანდოვსკი
გოლი: 0 0 1 0
თომას მიულერი
3
ლეროი სანე
გოლი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
4
თომას მიულერი
გოლი: 1 0 1 0
ლეონ გორეცკა
5
ლეონ გორეცკა
გოლი: 1 0 1 0
თომას მიულერი
1
რობერტ ლევანდოვსკი
ასისტი: 2 0 2 0
სერჟ გნაბრი
2
ლეროი სანე
ასისტი: 2 0 2 0
იოზუა კიმიხი
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 2 0 2 0
ივან პერიშიჩი
4
თომას მიულერი
ასისტი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
5
ფილიპე კოუტინიო
ასისტი: 0 0 0 0
ჟერომ ბოატენგი
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
ხავი მარტინესი
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
ტიაგო ალკანტარა
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
იოზუა კიმიხი
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
ბენჟამენ პავარი
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0
რეკლამა