კროკობეთი
კროკობეთი
ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

სიახლეები

"ბაიერნი" "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის დამატებას ცდილობს
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, რიკი პუჩი გამოჩნდა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერში" 21 წლის ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარას შემცვლელად ესახებათ და მზად არიან ის ერთწლიანი იჯარით დაიმატონ.

მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი ცნობებით პუჩი კუმანის ამჟამინდელ გეგმებში არ შედის და მის იჯარით გაშვებას აპირებს, "ბაიერნი" კი ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად რიკიმ უარი განაცხადა "ბარსელონას" დატოვებაზე, თუმცა, მიუნხენში მისი დამატების იმედი კვლავ აქვთ.
Cadena SER: "ბარსელონა" ტიაგოს სანაცვლოდ სასაცილო თანხას ჩამოდიოდა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ განხილვის თემად ტიაგო ალკანტარა იქცა. ესპანელი ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ტოვებდა კლუბს და საბოლოოდ ის "ლივერპულს" შეუერთდა.

ესპანური გამოცემა Cadena SER-ის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის დამატება კატალონიის "ბარსელონასაც" ძალიან სურდა, თუმცა, კლუბები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, ტრანსფერზე პირადად კლუბის დირექტორი, ხავიერ ბორდასი მუშაობდა. თუმცა, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ მხოლოდ სასაცილო თანხა, 10 მილიონი ევრო გაიმეტა, მაშინ, როდესაც "ბაიერნი" 30 მილიონს ითხოვდა.
როისი: "2012 წელს "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ..."
დორტმუნის "ბორუსიას" ლიდერმა, მარკო როისმა მიუნხენის "ბაიერნთან" დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"2012 წელს, სანამ "დორტმუნდში" გადავიდოდი, "ბაიერნს" ჩემი დამატება სურდა. მე ვესაუბრე იუპ ჰაინკესს, რომელიც უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია."

"მინდოდა მცოდნოდა, სად უფრო უკეთესად შევძლებდი პროგრესს. თუმცა, ჰაინკესმა ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო."

"დორტმუნდში გადასვლას არასდროს ვინანებ." - აცხადებს როისი.
ბუნდესლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა ბუნდესლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

გელზერკიხენის "შალკესთან" ბრწყინვალე გამოსვლა დაუფასდათ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს და თერთმეტეულში არც მეტი არც ნაკლები 6 მოთამაშე მოხვდა.

გარდა ამისა, საუკეთესო მთავარ მწვრთნელად ჰანს ფლიკი დასახელდა.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:


რიბერიმ სანესა და გნაბრის დუეტზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ფრენკ რიბერიმ ლეროი სანესა და სერჟ გნაბრის დუეტზე კომენტარი გააკეთა.

"ორივეს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ისინი ისეთივე წარმატებას მიაღწევენ, როგორსაც მე და რობენმა მივაღწიეთ. ჩემი გული კვლავ "ბაიერნისთვის" სცემს. მია სან მია". - აცხადებს ფრენკი.

შეგახსენებთ, რომ დუეტის "დებიუტი" პარასკევს შედგა და გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანემ კი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
სკანდალი - ლევანდოვსკის სასამართლოში უჩივიან
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის სასამართლოსთან პრობლემები აქვს.

პოლონური გამოცემების ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელს ყოფილმა აგენტმა, ცეზარ კუხარსკიმ სასამართლოში უჩივლა და თანხის უკანონოდ მითვისებაში სდებს ბრალს.

კერძოდ, საუბარია 39 მილიონ პოლონურ ზლოტზე, რაც ევროებში 9 მილიონია. სწორედ ამ თანხას ითხოვს კუხარსკი ანაზღაურების სახით.

წყაროს ცნობით, ლევანდოვსკი ამ ბრალდებას უარყოფს და სასამართლოში მოგების იმედი აქვს.
რუმენიგე: "როდესაც მისი ტრანსფერი დადასტურდა, ტიაგო მოვიდა და ეს გააკეთა"
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ტიაგოს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"როდესაც ტიაგოს ტრანსფერი დადასტურდა, ის პარკირების ადგილზე მელოდებოდა. მოვიდა, 5 წუთის განმავლობაში მეხუტებოდა, ატირდა და ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა" - აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა მერსისაიდულ "ლივერპულში" გადავიდა.
"ბაიერნმა" ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერმა" გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში გახსნით ტურში ასეთი სხვაობით არცერთ გუნდს არ გაუმარჯვია.

ხსენებული რეკორდი აქამდეც "რეკორდმაისტერს" ეკუთვნოდა, როდესაც 2016 წელს ბრემენის "ვერდერი" დაამარცხეს 6:0. ახლა კი, როგორც ხედავთ კლუბმა შედეგი კიდევ 2 გოლით გააუმჯობესა.
ფლიკი: "პირველ ტაიმში 3-4 გოლით მეტი უნდა გაგვეტანა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "შალკესთან" გამანადგურებელი სხვაობით გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"კარგი შეხვედრა გამოგვივიდა, მაგრამ, პირველ ტაიმში ორი, სამი ან ოთხი გოლით მეტი უნდა გაგვეტანა. თუმცა, მთავარია სეზონის სტარტზევე ვაჩვენეთ ჩვენი ძალები."

"სანემ და გნაბრიმ ერთად პირველად ითამაშეს და კმაყოფილი ვარ მათი გამოსვლით. თუმცა, ჩემი საქმე არ არის მათი შედარება სხვა ფეხბურთელებთან (რიბერი, რობენის დუეტი)."

"გორეცკამ დისკომფორტი იგრძნო პირველ ტაიმში და აღარ გავრისკეთ. ვფიქრობ, სერიოზული არაფერია."

"მუსიალამ ვარჯიშებზე დაამტკიცა, რომ დიდი ტალანტის პატრონია. მას დავეხმარებით, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ მწვერვალებს მიაღწიოს." - აცხადებს ფლიკი.
"ბარსელონა" "ბაიერნს" ორი ფეხბურთელის ტრანსფერში ეცილება
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის დამატებას გეგმავს, გუნდს კი მთავარ კონკურენტად სატრანსფერო ბაზარზე კატალონიის "ბარსელონა" ევლინება.

კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ "რეკორდმაისტერის" მთავარი სამიზნეები "ნორვიჩის" ამომავალი ვარსკვლავი, მაქს აარონსი და "აიაქსის" მცველი, სერჟინიო დესტი არიან. "ბლაუგრანამ" კი ორივე მათგანის დამატება სცადა.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად კატალონიელებმა ბრიტანელი მცველის დამატება სცადეს, თუმცა, უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი დესტის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.

როგორც ცნობილია, "ბაიერნისთვისაც" მთავარი პრიორიტეტი სწორედ ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერია და სავარაუდოდ, კლუბებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ დესტის გადასაბირებლად.
სანე: "შალკეს გამო ძალიან ვწუხვარ"
გელზერკიხენის "შალკეს" განადგურების შემდეგ "ბაიერნის" გარემარბმა, ლეროი სანემ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბიჭებთან ერთად თამაში სასიამოვნო იყო. კარგი დღე გამოვიდა. თავს კომფორტულად ვგრძნობდი და გუნდთან ერთად ყველაფერი გამომდიოდა. დღეს ყველა დამშეული იყო, ყველას გოლის გატანა სურდა."

"შალკეში დიდი დრო გავატარე. მსგავსი მარცხის მიღება სეზონის სტარტზე ძალიან მტკივნეულია. მათ გამო ვწუხვარ." - აცხადებს სანე.
ქართველების სახალისო კომენტარები "შალკეს" განადგურების შემდეგ
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის პირველ ტურში "შალკე" 8:0 გაანადგურა.

გთავაზობთ ქართველების ყველაზე სახალისო კომენტარებს აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით:


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
რობერტ ლევანდოვსკი
1
სერჟ გნაბრი
გოლი: 3 0 3 0
სერჟ გნაბრი
2
რობერტ ლევანდოვსკი
გოლი: 0 0 1 0
თომას მიულერი
3
ლეროი სანე
გოლი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
4
თომას მიულერი
გოლი: 1 0 1 0
ლეონ გორეცკა
5
ლეონ გორეცკა
გოლი: 1 0 1 0
თომას მიულერი
1
რობერტ ლევანდოვსკი
ასისტი: 2 0 2 0
სერჟ გნაბრი
2
ლეროი სანე
ასისტი: 2 0 2 0
იოზუა კიმიხი
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 2 0 2 0
ივან პერიშიჩი
4
თომას მიულერი
ასისტი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
5
ფილიპე კოუტინიო
ასისტი: 0 0 0 0
ჟერომ ბოატენგი
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
ხავი მარტინესი
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
ტიაგო ალკანტარა
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
იოზუა კიმიხი
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
ბენჟამენ პავარი
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0
რეკლამა