ბაიერნი - ლივერპული: მიუნხენელები 1/4 ფინალისთვის იბრძოლებენ!

გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი ბრწყინვალე გამარჯვებისა და ლიდერობის დაბრუნების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ახლა ურთულესი მისია აქვს.

ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩს გამართავს შინ "ლივერპულთან" და ეცდება, რომ საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვოს.

ბაიერნი - ლივერპული

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი
თარიღი: 00:00 საათი, 13 მარტი
სტადიონი: "მიუნხენ არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

მიუნხენური კლუბი "ენფილდზე" თამაშის წინ ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდმა ლივერპულში საკმაოდ ორგანიზებული, სოლიდური ფეხბურთი აჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, არც "ლივერპულს" მისცა თავის გამოჩენის საშუალება. 0:0 სახიფათო ანგარიშია, მაგრამ მიუნხენური გრანდი ახლა მშვენიერ ფორმაში იმყოფება და საპასუხო, გადამწყვეტ ორთაბრძოლას იდეალური განწყობით ხვდება. "ბაიერნმა" ბოლო ორ თამაშში 11 ბურთის გატანა მოახერხა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო.

"რეკორდმაისტერმა" გასულ უქმეებზე შინ "ვოლფსბურგი" 6:0 გააცამტვერა, მანამდე კი გასვლაზე უხერხული მეტოქე მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 5:1 გაანადგურა. "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა, ბურთების სხვაობით კი გაასწრო და ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.  ახლა კი ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ეცდება წარმატების მიღწევას და 1/4 ფინალში გასვლას.

მერსესაიდულ გრანდს სეზონის მნიშვნელოვან სტადიაზე ცოტათი უჭირს და იურგენ კლოპის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა. "ბაიერნთან" უგოლო ფრის შემდეგ "ლივერპულმა" სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან" მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა და ფრედ 0:0 ითამაშა. ამას მოჰყვა "უოტფორდთან" ბრწყინვალე გამარჯვება (5:0) და მერსესაიდული დერბი, რომელიც ასევე ფრედ 0:0 დასრულდა და "წითლები" "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით ჩამორჩნენ.

გასულ უქმეებზე იურგენ კლოპის გუნდმა შინ "ბარნლი" 4:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გასვლის წინ განწყობა გაიუმჯობესა. ამ ეტაპზე "ლივერპული" ორ ფრონტზე იბრძვის და "ბაიერნთან" პირველ შეხვედრაში მერსესაიდელები რისკზე არ წავიდნენ. ამჯერად "ლივერპულს" აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ლაღი და გახსნილი ფეხბურთი ითამაშოს, ვინაიდან მიუნხენში გოლების გატანა საქმეს მხოლოდ გაამარტივებს.

იოზუა კიმიხის გარეშე

მიუნხენურ გრანდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს შესაძლოა დააკლდეს ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი, კინგსლი კომანი, რომელსაც ბარძაყის პრობლემები აქვს. 

კომანის თამაში საეჭვოა, ხოლო არიენ რობენი, რომელმაც ახალი დაზიანება მიიღო, აუცილებლად გამოტოვებს თამაშს. ლაზარეთშია კორენტენ ტოლისოც, ხოლო თომას მიულერი და იოზუა კიმიხი დისკვალიფიკაცირებულნი არიან.

რაც შეეხება "ლივერპულს", მერსესაიდულ გრანდს ისედაც დიდი ხნით დამტვრეული ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ჯო გომესი ვერ ეხმარებიან. წინა მატჩის შემდეგ კი გუნდს ვირჯილ ვან დეიკი უბრუნდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო, მარტინესი - გნაბრი, ხამესი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ლივერპული: ალისონი - არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვიინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

ფაქტები და სტატისტიკა:

  • "ლივერპული" და "ბაიერნი" ჩემპიონთა თასის/ლიგის 5 გზის მფლობელები არიან, მაგრამ 2001 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.
  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 18 წლის წინ უეფას სუპერთასზე შედგა - უეფას თასის გამარჯვებულმა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი "ბაიერნი" 2001 წლის ზაფხულში მონაკოში 3:2 დაამარცხა.
  • სუპერთასამდე, 1980/81 წლების სეზონში, მერსესაიდულმა გრანდმა "ბაიერნი" ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში დაამარცხა - "ენფილდზე" უგოლო ფრის შემდეგ მიუნხენში შედეგიანი ფრის (1:1) წყალობით ფინალში ინგლისელები გავიდნენ და ტიტულიც მოიპოვეს.
  • "ბაიერნმა" კი წარმატება ამ გუნდების პირველ ურთიერთშეხვედრაში მოიპოვა 1971/72 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში. მერსესაიდში უგოლო ფრის შემდეგ "ბაიერნმა" სახლში გერდ მიულერის დუბლითა და ული ჰიონესის გოლით 3:1 იმარჯვა.
  • მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს - 5 მოგება და 1 მარცხი. გამონაკლისი 2005/06 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც მოქმედი ჩემპიონები გათამაშებას ლისაბონის "ბენფიკამ" გამოთიშა.
  • მერსესაიდულ გრანდს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს: 14 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი. 
  • მიუნხენური გრანდი კი მერვედფინალურ ეტაპზე მე-15-დ ასპარეზობს, სტატისტიკა დადებითია: 11 მოგება, 3 წაგება.
  • "რეკორდმაისტერი" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეი-ოფის სტადიაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს: 10 მოგება, 5 მარცხი. "ბაიერნს" პრემიერ ლიგის გუნდებთან ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
  • "ბაიერნს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა აქვს მოგებული.
  • მიუნხენურმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 23-ჯერ დაასრულა ფრედ და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე - 1981 წელს "ლივერპულთან" (გასვლა 0:0, სახლი 1:1) და 2007 წელს "მილანთან" (გასვლა 2:2, სახლი 0:2).
  • "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ყველა გასვლითი მატჩი წააგო.
  • პირველი თამაშის შინ ფრედ დასრულების შემდეგ "ლივერპული" მომდევნო ეტაპზე სამჯერ გავიდა, ხოლო ოთხჯერ - ვერ გავიდა.
  • იურგენ კლოპი 2001-08 წლებში "მაინცს", ხოლო 2008-15 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობდა. მისი საერთო სტატისტიკა "ბაიერნის" წინააღმდეგ ასეთია - 9 მოგება, 4 ფრე და 10 წაგება.
  • ხერდან შაქირი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. 27 წლის შვეიცარიელი "ბაიერნის" ღირსებას 2012-15 წლებში იცავდა და 81 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დამატება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 38
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 13
3

ლეონ გორეცკა

გოლი: 9
4

კინგსლი კომანი

გოლი: 9
5

ხამეს როდრიგესი

გოლი: 7
1

იოზუა კიმიხი

ასისტი: 15
2

თომას მიულერი

ასისტი: 11
3

რობერტ ლევანდოვსკი

ასისტი: 9
4

ტიაგო ალკანტარა

ასისტი: 6
5

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
1

იოზუა კიმიხი

7 0
2

დავიდ ალაბა

4 0
3

ხავი მარტინესი

4 0
4

ტიაგო ალკანტარა

4 0
5

რენატუ სანჩეში

3 1

დანაკლისები

ტრავმები

მანუელ ნოიერი

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

ბაიერნი

34 78
2

დორტმუნდი

34 76
3

ლაიფციგი

34 66
4

ლევერკუზენი

34 58
5

გლადბახი

34 55
6

ვოლფსბურგი

34 55
7

აინტრახტი

34 54

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია!

ხმა მისცა: 25