ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის მებრძოლი სამეული დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ 3 მოთამაშეს შორის ორი მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა. ესენი არიან რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი. რაც შეეხება მესამე ფეხბურთელს, ეს კევინ დე ბრუინი გახლავთ.
ხსენებული ჯილდოს გამარჯვებული 1 ოქტომბერს გაირკვევა.