მიუნხენის "ბაიერნმა" 2020 წელს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.
"რეკორდმაისტერის" რიგებს ავსტრიული "პოლტენის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ემილიან მეტიუ შეუერთდა.
17 წლის ავსტრიელი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 91 სანტიმეტრი გახლავთ და მას ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თავდაპირველად სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს.