ბოლო პერიოდში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.
იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" 56 წლის სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელად მასიმილიანო ალეგრი ესახება.
წყაროს ცნობით, იტალიელი მწვრთნელის მიმართ ყველაზე დიდი სიმპატიები კარლ-ჰაინც რუმენიგეს აქვს და სწორედ მისი სურვილით განიხილება ალეგრი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემები ფლიკის შემცვლელად ასევე იულიან ნაგელსმანსაც ასახელებენ.