რუმენიგე: "ახლა ბაიერნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება"

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, საკუთარი გუნდის უახლოეს თამაშებზე ისაუბრა.

"წინ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, მათ შორის შაბათის მატჩი მიუნხენგლადბახში და შემდეგ "ლივერპულთან" შეხვედრა 13 მარტს.

იმედი მაქვს, რომ მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ. ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

კარგი იქნებოდა მაისის ბოლოს ჩვენს აივანზე ვერცხლის სინის გამოტანა. ჩვენ თამაშზე უნდა ვიყოთ მოტივირებულები და კონცენტრირებულები.

ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი და მთავარი მწვრთნელი უახლოეს თვეებში წარმატებებს მიაღწევენ", - განაცხადა კალე რუმენიგემ.

"რეკორდმაისტერი" 23 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 51 ქულით მეორე ადგილს იკავებს და დორტმუნდის "ბორუსიას" 3 ქულით ჩამორჩება.

მიუნხენური გრანდი ხვალ საღამოს სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაუპირისპირდება, შემდეგ სახლში "ვოლფსბურგს" მიიღებს და ამის შემდეგ უკვე "ლივერპულს" უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 15
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 5
3

კინგსლი კომანი

გოლი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
5

ივან პერიშიჩი

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 4
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 4
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 2
5

კორენტენ ტოლისო

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

3 0
2

იოზუა კიმიხი

2 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

7 16
2

ვოლფსბურგი

7 15
3

ბაიერნი

7 14
4

ფრაიბურგი

7 14
5

ლაიფციგი

7 14
6

შალკე

7 14
7

ლევერკუზენი

7 14

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია

ხმა მისცა: 38