მ.ბორუსია - ბაიერნი: ბაიერნმა დორტმუნდის საჩუქარი უნდა გამოიყენოს

ერთკვიანი შესვენების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგაში საკმაოდ რთულ ტესტს გაივლის და ბოლო წლებში ყველაზე უხერხულ მეტოქეს დაუპირისპირდება.

მ.ბორუსია - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, 24-ე ტური
თარიღი: 2 მარტი, 21:30 საათი
სტადიონი: "ბორუსია პარკი", მიუნხენგლადბახი
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" პირველი წრე საკმაოდ კარგად ჩაატარა და სეზონის მეორე ნახევარიც შთამბეჭდავად დაიწყო. დიტე ჰეკინგის გუნდმა 2019 წლის პირველი სამი თამაში მშრალად მოიგო, თანაც საკმაოდ უხერხული მეტოქეების წინააღმდეგ: ლევერკუზენის "ბაიერთან" (1:0), "აუგსბურგთან" (2:0) და "შალკესთან" (2:0). თუმცა ბოლო პერიოდშ "ბორუსიამ" მოუკლო და ბუნდესლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

ბოლო ორი საშინაო თამაში მიუნხენგლადბახელებმა ერთნაირი დიდი ანგარიშით (0:3) წააგეს: "ჰერტასა" და წინა ტურში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ. ამ მატჩებს შორის კი ჰეკინგის გუნდმა სტუმრად "აინტრახტთან" ფრედ 1:1 ითამაშა. ამ წარუმატებელი სერიის შედეგად "მ.ბორუსია" ლიდერებს ჩამორჩა და 43 ქულით მესამე ადგილს ინარჩუნებს. მთავარი კონკურენტი "ლაიფციგი" კი უკვე ერთი ქულის დისტანციაზეა, ამიტომ მიუნხენგლადბახელებს დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

მიუნხენურ გრანდს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული პერიოდი აქვს - ნიკო კოვაჩის გუნდმა სეზონის მეორე ნახევარში ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო. ლევერკუზენში მარცხის შემდეგ კი "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და წინა ტურში პირველი მშრალი გამარჯვება იზეიმა. ლივერპულში" დამღლელი და ძალისხმიერი დაპირისპირების შემდეგ "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ბერლინის "ჰერტასთან" არც ისე კარგად იასპარეზა, მაგრამ ხავი მარტინესის თავურით 1:0 მაინც იმარჯვა და ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გაშვებული ბურთის გარეშე.

გუშინ დორტმუნდის "ბორუსია" აუგსბურგში დამარცხდა (1:2) და მიუნხენურ გრანდს კარგი საჩუქარი გაუკეთა - თუ დღეს "ბაიერნი" მიუნხენგლადბახში გამარჯვებას მოიპოვებს, "ყვითლებს" ქულების რაოდენობით გაუთანაბრდება. ასე, რომ "რეკორდმაისტერი" საკმაოდ მოტივირებულია და ამ ბრწყინვალე შანსის გამოყენება უნდა სცადოს. თუმცა "ბორუსია პარკზე" ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

მიუნხენგლადბახში ხუთი წამყვანი მოთამაშის გარეშე

"ბაიერნი" "ბორუსია პარკზე" საკმაოდ სერიოზული პრობლემებით ჩადის. გუნდს ერთბაშად 5 ძირითადის მოთამაშე აკლია. კინგსლი კომანისა და არიენ რობენის გარდა "რეკორდმაისტერს" დავიდ ალაბა, ლეონ გორეცკა და ფრანკ რიბერი გამოაკლდნენ.

ალაბას არყოფნაში რაფინია მიიღებს პრაქტიკას, ხოლო შეტევის მარცხენა ფრთაზე შესაძლოა ერთ-ერთი ახალგაზრდა ტალანტი ვიხილოთ: დეივისი ან კორეელი ვუ-იუნ ჩუნი. თუმცა სავარაუდოდ ძირითადში მიულერი დაბრუნდება და ახალგაზრდები სკამზე იქნებიან.

მიუნხენგლადბახელებსაც აქვთ დანაკლისი, მაგრამ არც ისე სერიოზული.

სავარაუდო შემადგენლობები

მ.ბორუსია: ზომერი - ლანგი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ზაქარია, კრამერი, ჰოფმანი - აზარი, შტინდლი, პლეა.

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - მარტინესი, ტიაგო - მიულერი, ხამესი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

ფაქტები და სტატისტიკა:

  • ეს ამ გუნდების 102-ე ურთიერთშეხვედრაა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში. ამ ეტაპზე "ბაიერნს" ორჯერ მეტი (48) გამარჯვება აქვს, ვიდრე "მ.ბორუსიას" (24) და 29 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი სწორედ "მ.ბორუსიასგან" აქვს გაშვებული - 127.
  • ბოლო წლებში "მ.ბორუსია" მიუნხენური გრანდისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა. 2011/12 წლებიდან მოყოლებული "ბაიერნმა" ყველაზე მეტი მარცხი სწორედ "მ.ბორუსიასთან" განიცადა - 15 მატჩში 6 წაგება.
  • ნიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გასლითი თამაშიდან 9 მოიგო და 27 ქულით საუკეთესო გასვლითი გუნდია. 
  • "მ.ბორუსიამ" კი საკუთარ მოედანზე პირველი 9 მატჩი ზედიზედ მოიგო, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა 0:3 დათმო.
  • ბუნდესლიგის ეგიდით "ბაიერნს" "ბორუსია პარკზე" ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული - 2 ფრე, 1 წაგება.

კომენტარების რაოდენობა: 2

კახა

2 Mar 2019 13:3

Aucileblad undamovigot ,Am shansis gashveba ar iqneba

Effe11

2 Mar 2019 12:42

ძაან რთული თამაში იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ უეჭველი და დავეწიოთ დორტმუნდს!

დეივისი მინდა ძირითადში.

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 15
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 5
3

კინგსლი კომანი

გოლი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
5

ივან პერიშიჩი

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 4
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 4
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 2
5

კორენტენ ტოლისო

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

3 0
2

იოზუა კიმიხი

2 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

7 16
2

ვოლფსბურგი

7 15
3

ბაიერნი

7 14
4

ფრაიბურგი

7 14
5

ლაიფციგი

7 14
6

შალკე

7 14
7

ლევერკუზენი

7 14

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია

ხმა მისცა: 38