5 მიზეზი რის გამოც ფლიკი "ბაიერნში" დარჩენას იმსახურებს

მიუხედავად გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებისა, მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ჰანს ფლიკის დარჩენის საკითხი. გთავაზობთ 5 მთავარ მიზეზს, რის გამოც გერმანელი სპეციალისტი იმსახურებს კლუბში ადგილს.

1) ისტორიული სტარტი

ჰანს ფლიკის ქვეშემდგომობით "რეკორდმაისტერს" საოცარი სტარტი აქვს. 13 ტურის შემდეგ კლუბმა შესაძლო 48 ქულიდან 40 მოიპოვა, რაც პეპ გვარდიოლას შემდეგ (46 ქულა) ისტორიაში საუკეთესოა. კლუბს უკვე 13 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ბუნდესლიგაში, რაც ლიდერობის მოპოვებითა და მისი განმტკიცებით დაგვირგვინდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ნიკო კოვაჩის ნაცვლად ფლიკმა დაიკავა.

2) დომინაცია ყველა ტურნირზე

"ბაიერნი" ევროპაში იმ სამი კლუბის რიგებში შედის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ტრებლის მოპოვების შანსი. ბუნდესლიგაში წარმატებაზე ზევით უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კლუბი აქაც ისტორიულ შედეგებს აფიქსირებს. ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 გამარჯვების შემდეგ "რეკორდმაისტერმა" უკვე პლეი-ოფიც ხმაურიანად დაიწყო და 1/4 ფინალიც, ფაქტობრივად, გაინაღდა. ამას ემატება თასზე ბრწყინვალე გამოსვლა და უკვე 1/2 ფინალში გასვლა. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ კლუბი სამივე ფრონტზე დომინანტია და ტრებლის შანსებიც საკმაოდ რეალურია.

3) ძველი დიდების დაბრუნება

ფლიკის "ბაიერნის" შემხედვარე ბევრს იუპ ჰაინკესის დროინდელ გუნდი ახსენდება. კლუბი ყველა მატჩში მოსაგებად დაგეშილი გამოდის და ცდილობს, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიანიჭოს თავისი თამაშით, რაც თავის მხრივ შედეგებზეც ისახება. "რეკორდმაისტერისგან" უკვე აღარ გვიკვირს სამბურთიანი და მეტი სხვაობით მოგებული მატჩები. ეს კი ძველი, მრისხანე "ბაიერნის" დაბრუნების იმედს აძლევს ქომაგებს.

4) ფეხბურთელების საოცარი პროგრესი

ფლიკმა თითქოს განსაკუთრებულ ფორმულას მიაგნო და ყველა ფეხბურთელს თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნების შესაძლებლობა მისცა. დავიწყოთ ალფონსო დეივისით, კანადელმა ფეხბურთელმა ფლიკის მოსვლის შემდეგ უდიდესი პროგრესი განიცადა და მის გარეშე დღევანდელი "ბაიერნი", ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სერჟ გნაბრის შემთხვევაშიც, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. მეორე სუნთქვა გაეხსნა თომას მიულერს და მისი პროგრესი დღითი-დღე უფრო აშკარაა. მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ თომასი და ბოატენგი კლუბს დატოვებდნენ, ორივემ ძირითად გუნდში დაიბრუნა ადგილი და გუნდის წარმატებაშიც ლომის წილი შეაქვთ. ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ფლიკის ქვეშემდომობით დიდი პროგრესი განიცადეს.

5) პირველ რიგში ადამიანი, შემდეგ მწვრთნელი

და ბოლო მიზეზი, რის გამოც ფლიკის დარჩენა აუცილებელია, ეს მისი ხასიათია. თითოეული ვარჯიშისა და პრესკონფერენციის დროს იგრძნობა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს 55 წლის სპეციალისტს როგორც ფეხბურთელებთან, ასევე სხვა ადამიანებთანაც. იგი ცდილობს თავის ყველა ფეხბურთელს მოუსმინოს და მათი სურვილები გაიზიაროს. ზემოხსენებული, მოთამაშეების პროგრესიც სწორედ ამის დამსახურებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მჯერა, რომ ფლიკი აუცილებლად იმსახურებს "ბაიერნის" გაწვრთნას.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 49
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 19
3

თომას მიულერი

გოლი: 12
4

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 9
5

ლეონ გორეცკა

გოლი: 9
1

თომას მიულერი

ასისტი: 22
3

სერჟ გნაბრი

ასისტი: 10
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 10
4

ივან პერიშიჩი

ასისტი: 6
5

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 6
1

ჟერომ ბოატენგი

4 1
2

ხავი მარტინესი

4 1
3

ტიაგო ალკანტარა

7 0
4

იოზუა კიმიხი

7 0
5

ბენჟამენ პავარი

2 0

დანაკლისები

ტრავმები

კორენტენ ტოლისო
ნიკლას ზიულე

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

ბაიერნი

34 82
2

დორტმუნდი

34 69
3

ლაიფციგი

34 66
4

გლადბახი

34 65
5

ლევერკუზენი

34 63
6

ჰოფენჰაიმი

33 49
7

ვოლფსბურგი

34 49