სანიოლი: "ბაიერნს ერნანდესი არ სჭირდება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ლეგენდარულმა ვილი სანიოლმა, ლუკა ერნანდესის პოტენციური ტრანსფერი დეტალურად განიხილა.

"რეკორდმაისტერი" მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველს სერიოზულად უმიზნებს და მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის.

"ახლა მარცხენა მცვლის როლს დავიდ ალაბა ასრულებს, ამიტომ ის გუნდს დატოვებს ან ცენტრალური მცველის ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე არიან ზიულე და პავარი, აგრეთვე ბოატენგი და ჰუმელსი. 80 მილიონი ევრო? დარწმუნებული ვარ, "ბაიერნი" ამდენს არ გადაიხდის.

კლუბს 200 მილიონი ევრო აქვს საზაფხულო ტრანსფერებისთვის.მათ მხოლოდ ერთი პოზიცია არ აქვთ ამოსავსები - საჭიროა მარცხენა მცველი, ნახევარმცველი, ვინგერი და სათადარიგო თავდამსხმელი.

გაოცებული ვარ თუ რატომ დაინტერესდა "ბაიერნი" ლუკა ერნანდესით. მიუნხენურ კლუბს ყოველთვის შეტევითი პოტენციალის მქონე განაპირა მცველები ჰყავდა: ლიზარაზუ, ლამი, მე. თუ სეზონის განმავლობაში 10-ზე ნაკლებ ასისტს აკეთებ, გერმანული პრესა განადგურებს.

ლუკას 3 ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაში ნამდვილად ვხედავ, ვინაიდან ნიკოს ეს განლაგება მოსწონს.

ერნანდესს კარგი მარცხენა აქვს? არამგონია, რადგან მის ანგარიშზე მხოლოდ სამი ასისტია. დაცვაში ლუკა ძალიან საიმედოა, მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებს", - განაცხადა 2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა.

23 წლის ფრანგმა, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო, მიმდინარე სეზონში 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და არცერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 15
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 5
3

კინგსლი კომანი

გოლი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
5

ივან პერიშიჩი

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 4
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 4
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 3
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 2
5

კორენტენ ტოლისო

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

3 0
2

იოზუა კიმიხი

2 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

7 16
2

ვოლფსბურგი

7 15
3

ბაიერნი

7 14
4

ფრაიბურგი

7 14
5

ლაიფციგი

7 14
6

შალკე

7 14
7

ლევერკუზენი

7 14

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია

ხმა მისცა: 38