"მიუნხენი ჩემი სახლია!" - ფრანკ რიბერის ვრცელი ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფრანგმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

გადაწყვეტილებაზე: "ამაზე ბევრი ვიფიქრე, ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება. კლუბის 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვება - მარტივი არაა, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული პერიოდი იყო. ბევრი ვიბრძოლე, უამრავი ტიტული მოვიგე, ამას არასოდეს დავივიწყებ.

ული ჰიონესთან და რუმენიგესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ზოგჯერ რთული იყო, მაგრამ ცხოვრებაში სირთულეების გამკლავება უნდა შეგეძლოს. მათ მითხრეს, რომ არასოდეს დაივიწყებენ იმას, რაც კლუბისთვის მაქვს გაკეთებული და არც მე დამავიწყდება მათი ღვაწლი ჩემდამი.

დავიდ ალაბაზე: "მასთან განშორება მიჭირს. ის ჩემი ადამიანია, რომელთანაც ურთიერთობას ცხადია გავაგრძელებ. ბევრი მოთამაშე ძალიან მომენატრება: ნოიერი, რაფინია, არიენი, მიულერი. ჩვენ ძალიან დიდი ხანი გვაქვს ერთად გატარებული და მათთან დამშვიდობება რთული იქნება".

"რობერის" დუეტზე: "როდესაც არიენი "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ "ბაიერნის" მაისურით პირველად გავიდა მოედანზე, ეს კავშირი ეგრევე ვიგრძენით. არიენი მარჯვნივ, მე კი - მარცხნივ, ჩვენ ერთად ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი ტიტული მოვიპოვეთ".

ჩემი საუკეთესო მოგონება: "ასეთი ძალიან ბევრია. 2013 წელი ფანტასტიკური იყო, უბრალოდ აღსაფრთოვანებელი! იმ სეზონიდან ძალიან ბევრი მოგონება მაქვს. ყველაზე ცუდი კი "ჩელსისთან" ფინალი იყო. დიახ, ჩემს კარიერაში ბევრი მარცხი იყო, მაგრამ მაშინ როდესაც საკუთარ მოედანზე მთელი მატჩი დომინირებ...ძალიან მეტკინა გული, ამ ტკივილს ახლაც ვერ ვივიწყებ".

კლუბში დაბრუნებაზე: "შესაძლოა ეს მოხდეს. ეს თემა უკვე განვიხილეთ, მაგრამ დრო ჯერ კიდევ მაქვს. ორი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემთვის მიუნხენში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ ჩემი სახლია".

თავის მემკვიდრეზე: "ბაიერნში" ბევრი კარგი მოთამაშეა. კინგსლის არანორმალური შესაძლებლობები გააჩნია. იმედი მაქვს, ის და სერჟი გაიმეორებენ იმას, რასაც მე და არიენი წლების განმავლობაში ვაკეთებდით".

კლუბთან დამშვიდობებაზე: "წინ კიდევ სამი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ამაზე ფიქრი არ მინდა. მე და არიენს გამოსამშვიდობებელი მატჩი გვექნება".

36 წლის ფრანგი მიუნხენურმა გრანდმა 2007 წელს მარსელის "ოლიმპიკიდან" შეიძინა და რიბერი ეგრევე გუნდის ძირითადი მოთამაშე გახდა.

ფრანკმა "ბაიერნის" მაისურით სულ 422 მატჩი ჩაატარა და 123 გოლი გაიტანა. რიბერიმ კლუბთან ერთად 21 ტიტული მოიგო და 2013 წელს უეფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დამატება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 38
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 13
3

ლეონ გორეცკა

გოლი: 9
4

კინგსლი კომანი

გოლი: 8
5

ხამეს როდრიგესი

გოლი: 7
1

იოზუა კიმიხი

ასისტი: 14
2

თომას მიულერი

ასისტი: 10
3

რობერტ ლევანდოვსკი

ასისტი: 9
4

ტიაგო ალკანტარა

ასისტი: 6
5

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
1

იოზუა კიმიხი

7 0
2

დავიდ ალაბა

4 0
3

ხავი მარტინესი

4 0
4

ტიაგო ალკანტარა

4 0
5

რენატუ სანჩეში

3 1

დანაკლისები

ტრავმები

მანუელ ნოიერი

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

ბაიერნი

33 75
2

დორტმუნდი

33 73
3

ლაიფციგი

33 66
4

გლადბახი

33 55
5

ლევერკუზენი

33 55
6

აინტრახტი

32 54
7

ვოლფსბურგი

33 52

გამოკითხვა

რომელი მოთამაშის დამატება გსურთ ერნანდესის შემდეგ?

ხმის მისაცემად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია!

ხმა მისცა: 19