გერმანიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელეს

გერმანელი სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ 2018/19 წლების სეზონი შეაჯამა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოავლინა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბი, მარკო როისი, დასახელდა.

30 წლის გერმანელმა 540 ხმიდან 158 მიიღო და ლევერკუზენის "ბაიერის" სუპერ-ტალანტ კაი ჰავერტცს აჯობა.

სამეული მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, უნივერსალურმა და უნიკალურმა, იოზუა კიმიხმა, დააგვირგვინა.

ათეულში აგრეთვე მოხვდნენ სერჟ გნაბრი, რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი, რომელმაც "რეკორდმაისტერი" ამ ზაფხულს დატოვა.

საუკეთესო ათეული ასეთია:

1. მარკო როისი ("დ.ბორუსია") - 158 ხმა

2. კაი ჰავერტცი ("ბაიერი") - 121 

3. იოზუა კიმიხი ("ბაიერნი") - 35 

4. ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტი") - 28

5. ლუკა იოვიჩი ("აინტრახტი") - 27

6. სერჟ გნაბრი ("ბაიერნი") - 22

7. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 21

8. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა") - 17

9. ჯეიდონ სანჩო ("დ.ბორუსია") - 15

10. მატს ჰუმელსი ("ბაიერნი") - 6

საუკეთესო სპეციალისტის ჯილდო კი "ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა, მოიპოვა. 52 წლის გერმანელმა ფრიდჰელმ ფიუნკელი ("ფორტუნა") და ადი ჰიუტერი ("აინტრახტი") ჩამოიტოვა უკან.

მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი ნიკო კოვაჩი მე-4 პოზიციაზე გავიდა. ხორვატმა სადებიუტო სეზონში "ბაიერნს" ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა.

კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 29
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 9
3

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 7
4

თომას მიულერი

გოლი: 5
5

ივან პერიშიჩი

გოლი: 4
1

თომას მიულერი

ასისტი: 9
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 6
3

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 5
4

ივან პერიშიჩი

ასისტი: 5
5

იოზუა კიმიხი

ასისტი: 4
1

ჟერომ ბოატენგი

4 1
2

ხავი მარტინესი

4 1
3

ტიაგო ალკანტარა

6 0
4

იოზუა კიმიხი

6 0
5

ბენჟამენ პავარი

2 0

დანაკლისები

ტრავმები

კინგსლი კომანი
კორენტენ ტოლისო
ლუკა ერნანდესი
ნიკლას ზიულე

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

14 31
2

ლაიფციგი

14 30
3

დორტმუნდი

15 29
4

ბაიერნი

15 27
5

შალკე

14 25
6

ფრაიბურგი

15 25
7

ლევერკუზენი

15 25