პრევიუ: ცრვენა ზვეზდა - ბაიერნი

დიუსელდორფში „ბაიერნის“ ტრიუმფის შემდეგ, მიუნხენელების წინ ახალი ამოცანაა - ჩემპიონთა ლიგა. დღეს რეკორდმაისტერი სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება. „ჩვენ სრულად ვართ მობილიზებულნი, გვინდა მოვიგოთ, კარგად ვართ მომზადებულნი და ისევ გვსურს ვაჩვენოთ ისეთი კარგი თამაში, როგორსაც გასული კვირეების განმავლობაში ვდემონსტრირებდით,“ - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

სატურნირო მდგომარეობა

ოთხი მატჩის შემდგომ 12 ქულით „ბაიერნი“ ჯერჯერობით იდეალურ ჯგუფურ ეტაპს ატარებს და თავდაჯერებულად ლიდერობს ჯგუფში. ფლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვეს მიუნხენელებმა, თუმცა ფლიქის გუნდს მაინც დიდი სურვილი აქვს, რომ ბელგრადში გაიმარჯვოს. „ ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ წარმატებული სერია და გავიმარჯვოთ ჯგუფში,“ - ამბობს ლეონ გორეცკა. გუნდები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან, პირველი მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

მოწინააღმდეგე

შიდა ჩემპიონატში „ცრვენა ზვეზდა“ ლიდერობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მათი საქმე არც ისე კარგად მიდის. ოთხი მატჩის შემდგომ სამი ქულით სერბები მესამე ადგილზე არიან „ტოტენჰემის“ (7) შემდეგ და უსწრებენ „ოლიმპიაკოსს“ (1). ფლეი-ოფში გასასვლელად „ცრვენა ზვეზდას“ „ბაიერნის“ დამარცხება სჭირდება. ამასთან, „ოლიმპიაკოსიც“ უნდა დამარცხდეს მოსალოდნელ მატჩში. „მოწინააღმდეგეს ძალიან სჭირდება ქულები, ისინი განსაკუთრებულად მოტივირებულნი იქნებიან,“ - აღნიშნა გორეცკამ. ამასთან, ბელგრადელებს ექნებათ სრული მხარდაჭერა თავიან სტადიონზე, რადგან რაიოკო მიტიჩზე, ძირითადად, მათი გულშემატკივრები იქნებიან. „ ჩვენ ძალიან ემოციური სტადიონი გველოდება. მე ასეთი სტადიონების ფანი ვარ,“ - განაცხადა ლეონ გორეცკამ.

გუნდის შემადგენლობა

ნიკლას ზიულე დიდი ხნით ვერ დაეხმარება „ბაიერნს“ (ჯვარისებრი იოგების დაზიანება), ასევე გამოაკლდება გუნდს ლუკას ერნანდესი (ტერფის ტრავმა) და ფიტე-არპი (წინამხრის დაზიანება). ამას ისიც ემატება, რომ გუნდს ვერც დავიდ ალაბა დაეხმარება, ეს უკანასკნელი პირველი შვილის დაბადებას ელოდება მიუნხენში. მიქაელ კიუზანსიც ვერ გაემგზავრა ბელგრადში ავადმყოფობის გამო. სამაგიეროდ, მინდორზე შეიძლება გამოჩნდეს ჟერომ ბოატენგი. ამასთან, ჰანსი ფლიქმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა: „ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშებს.“

მწვრთნელთა კომენტარები

ჰანსი ფლიქი: „ამ სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროა. მოუთმენლად ველი თამაშს. გვესმის, რომ სტადიონზე არსებულ ასეთ ატმოსფეროში ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტირებული პირველი ადგილი გვქონდეს ჯგუფში.“

პედრო მარტინსი („ცვერნა ზვეზდას“ მწვრთნელი): „ ჩვენთან სტუმრად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მოვიდა, მათ მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვექნება, რომ ჩვენი გულშემატკივრები მხარს მთელი 90 წუთის განმავლობაში დაგვიჭერენ.“

ფაქტები

„ბაიერნი“ ზედიზედ მეთორმეტედ გადის ფლეი-ოფში. 2012/2013 წლის სეზონიდან მოყოლებული, „ბაიერნმა“ ჯგუფურ ეტაპზე 36 მატჩში გაიმარჯვა და სულ 111 ქულა დააგროვა - ამ პერიოდისთვის საუკეთესო მაჩვენებელი. ამასთან, მიუნხენელები უკვე ზედიზედ 14 მატჩია, რაც ჯგუფურ ეტაპზე არ მარცხდებიან ( 12 მოგება, 2 ფრე).

მსაჯი

მოსალოდნელი მატჩის მსაჯი ბიორნ კეიპერსია. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 46 წლის მსაჯისთვის ეს მესამე თამაში იქნება. აქამდე „ბაიერნის“ ოთხ მატჩზე იყო კეიპერსი მსაჯი: ორი გამარჯვება, ფრე და მარცხი.

ფორმა

„ბაიერნი“ საჩემპიონთალიგო ფორმით ითამაშებს, ჩვენს გოლკიპერს მწვანე ფორმა ექნება. „ცრვენა ზვეზდა“ თეთრი და წითელი ფერებით შეიმოსება.


კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 23
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 8
3

ივან პერიშიჩი

გოლი: 3
4

კინგსლი კომანი

გოლი: 3
5

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 7
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 4
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 3
5

ბენჟამენ პავარი

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

4 0
2

იოზუა კიმიხი

3 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

ლუკა ერნანდესი
ნიკლას ზიულე
დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

10 22
2

ლაიფციგი

11 21
3

ბაიერნი

11 21
4

ჰოფენჰაიმი

11 20
5

დორტმუნდი

11 19
6

შალკე

11 19
7

ფრაიბურგი

10 18