ბაიერნმა ცრვენა ზვეზდა გაანადგურა

დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ დაპირისპირების შემდეგ, ჰანსი ფლიქმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა ძირითად შემადგენლობაში: დავიდ ალაბა, რომელიც პირველი შვილის დაბადების გამო მიუნხენში დარჩა, ჩაანაცვლა ჟერომ ბოატენგმა. თომას მიულერი, სერჟ გნაბრი და იოზუა კიმიხი სათადარიგოზე ისხდნენ, მათ ნაცვლად პირველივე წუთებიდან მოედანზე გამოვიდნენ - გორეცკა, კომანი და ტიაგო.

მიუნხენელებმა, როგორც წინა სამ მატჩში, ახლაც ძლიერად დაიწყეს თამაში და მეექვსე წუთზე სახიფათო მომენტის შექმნაც კი შეძლეს: ლეონ გორეცკას დარტყმული 18-მეტრიანი დაიბლოკა, მაგრამ შემდგომ ლევანდოვსკის ჰქონდა მცდელობა, რომ 14-მეტრიანით გოლი გაეტანა, თუმცა მეკარემ მოახერხა დროული რეაგირება. ერთი წუთის შემდეგ ჰანსი ფლიქის გუნდი ვალდებული იყო, გაეხსნა ანგარიში: გორეცკამ თავისი ტერიტორიიდან იდეალურად გადასცა ბურთი ლევანდოვსკის, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ორი მეტოქე მისდევდა, შეძლო მეკარესთან მარტო დარჩენა, დაარტყა, მაგრამ ბურთი აცდა კარს.

რეკორდმაისტერი სრულად დომინირებდა მატჩში. „ბაიერნის“ ფეხბურთელების ბურთის ფლობა 70% იყო და მათ, ფაქტობრივად, არ დაუტოვებიათ მოწინააღმდეგის მინდვრის ნახევარი. ბურთის დაკარგვისთანავე მიუნხენელები კონტრპრესინგს იწყებდნენ. „ცრვენა ზვეზდას“ ფეხბურთელებმა თამაშის დიდი ნაწილი უბურთოდ გაატარეს და ვერ მოახერხეს მატჩში ჩაბმა. მე-14 წუთზე „ბაიერნმა“ დამსახურებულად გახსნა ანგარიში: კოუტინიომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გორეცკამ თავით გაარღვია მეტოქის კარის ბადე. რამდენიმე წუთის შემდეგ, გორეცკას ჰქონდა შანსი, დუბლი გაეფორმებინა: დეივისი ძალიან სწრაფად გაიქცა მარცხენა ფლანგისკენ და ბურთი გაგზავნა საჯარიმოსკენ, სადაც მილუნოვიჩმა შეძლო ბურთის გამოტანა, მაგრამ, საბოლოოდ, საჯარიმოში ბურთი მიიღო გორეცკამ და ძლიერად დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

მატჩის 30-ე წუთისკენ მიუნხენელებმა ცოტათი დააგდეს ტემპი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ დომინირებას ყველა მაჩვენებლით. მე-40 წუთზე „ცრვენა ზვეზდას“ კარში კიდევ ერთი ბურთი შეფრინდა, მაგრამ ლევანდოვსკის გოლი არ ჩაითვალა ვიდეორეფერის შემდეგ.

მეორე ტაიმი მიუნხენელებმა წარმატებულად დაიწყეს: დეგენესკის ხელით თამაშის გამო 52-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. რობერტ ლევანდოვსკი მიუახლოვდა ბურთს და ცივსისხლიანად გაიტანა თერთმეტმეტრიანი. ბოლო წუთებში თავდამსხმელმა სრული სიგიჟე გააკეთა: მე-60 წუთზე რობერტმა დუბლი გაიფორმა, 64-ეზე - ჰეტ-ტრიკი, ხოლო 67-ეზე - პოკერი. ამრიგად, ფორვარდმა გაიტანა 4 გოლი 14 წუთში, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდად იქცა.  77-ე წუთზე ჰანსი ფლიქმა საღამოს გმირი დაასვენა და მის ნაცვლად მოედანზე თომას მიულერი გამოიყვანა.მთავარი ბომბარდირის გარეშე რეკორდმაისტერს ფარ-ხმალი არ დაუყრია, მიუნხენელები დიდ სიამოვნებას იღებდნენ თამაშისგან. 89-ე წუთზე კორენტენ ტოლისომ მე-6 გოლი მიიწერა და სასტვენის ხმაც გაისმა. 


კომენტარების რაოდენობა: 0

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1

რობერტ ლევანდოვსკი

გოლი: 23
2

სერჟ გნაბრი

გოლი: 8
3

ივან პერიშიჩი

გოლი: 3
4

კინგსლი კომანი

გოლი: 3
5

ფილიპე კოუტინიო

გოლი: 2
1

თომას მიულერი

ასისტი: 7
2

სერჟ გნაბრი

ასისტი: 5
3

იოზუა კიმიხი

ასისტი: 4
4

ფილიპე კოუტინიო

ასისტი: 3
5

ბენჟამენ პავარი

ასისტი: 2
1

ტიაგო ალკანტარა

4 0
2

იოზუა კიმიხი

3 0
3

რობერტ ლევანდოვსკი

2 0
4

ბენჟამენ პავარი

1 0
5

თომას მიულერი

1 0

დანაკლისები

ტრავმები

ლუკა ერნანდესი
ნიკლას ზიულე
დავიდ ალაბა

ყვითელი/წითელი ბარათი

დისკვალიფიკაცირებული მოთამაშე არ მოიძებნა

ბუნდესლიგა

N კლუბი
1

გლადბახი

10 22
2

ლაიფციგი

11 21
3

ბაიერნი

11 21
4

ჰოფენჰაიმი

11 20
5

დორტმუნდი

11 19
6

შალკე

11 19
7

ფრაიბურგი

10 18