ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, მაიკლ ოლისემ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 82 წუთში ფრანგმა ვარსკვლავმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.
ოლისე მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა: გააკეთა 3 დრიბლინგი, შექმნა 1 ასპროცენტიანი საგოლე შანსი, მოიგო ორთაბრძოლების უმეტესობა და ზუსტად შეასრულა ყველა გრძელი გადაცემა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მისმა გამოსვლამ უმაღლესი, 10/10 შეფასება დაიმსახურა და ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.