UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 5 წლის მონაცემებით ჯამდება.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "რეალი" ჩამოიტოვა და რეიტინგში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა.
"რეკორდმაისტერს" 119 ქულა აქვს და 5-ით უსწრებს მეორეადგილოსან "ბარსელონას". მესამეზე კი "რეალია" 110 ქულით.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკო" იმყოფებიან.