მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ფრენკ დე იონგი გამოჩნდა.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მიუვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "რეკორდმაისტერი" ნიდერლანდელი ნახევარმცველის აგენტს დაეკონტაქტა.
როგორც ცნობილია, მიუნხენური გრანდის წარმომადგენლები ალი დურსონს შეხვდნენ და დე იონგის "ბარსელონადან" წასვლის შანსები განიხილეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად რეალურია ტრანსფერი. მოგეხსენებათ, "ბაიერნი" ტიაგოსა და ხავი მარტინესის ჩამნაცვლებელს ეძებს და როგორც ჩანს, ედუარდო კამავინგასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ფრენკ დე იონგი იქნება.