ხვალ, 20 ოქტომბერს, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს, ბენფიკას წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რეკორდმაისტერის დღევანდელი ვარჯიში ლეონ გორეცკამ გამოტოვა და ის ხვლაინდელ შეხვედრაში დიდი ალბათობით მონაწილეობასაც არ მიიღებს, მის შემცვლელად კი ჟურნალისტებმა ნაგელსმანს ზაბიცერი შესთავაზეც, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა უპასუხა:
'ზალცბურგში ჩემთან ყოფნის დროს, ზაბიცერი ყოველთვის მეექვსე ნომრად თამაშობდა და რა თქმა უნდა ის გორეცკას შემცვლელად ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი იქნება ხვალისთვის', - თქვა ნაგელსმანმა.