გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პროისენ მიუნსტერს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 დაამარცხა.
Sofascore-ის ვერსიით, შეხვერის საუკეთესო მოთამაშე კონრად ლაიმერი გახდა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა და შეფასების სახით 9.0 ქულაც დაიმსახურა.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ შეფასებას, ბაიერნის რიგებიდან ის სერჟ გნაბრიმ მიიღო, თუმცა გერმანელი მე-11 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა იძულებით შეცვალა (ტრავმა მიიღო).