“Sky Sport Germany" იტყობინება, რომ "ბაიერნის" რადარზე ვინსენტ კომპანი გამოჩნდა. ამბობენ, კლუბის იერარქია ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს მწვრთნელში, რომელიც სულ ახლახანს გახდა 38 წლის.
"ბაიერნს" ბოლო კვირებში ახალი მწვრთნელის ძებნაში სირთულეები შეექმნა. ჩაბი ალონსო იყო მათი სასურველი კანდიდატი მანამ, სანამ გადაწყვიტა, რომ დარჩებოდა ლევერკუზენის "ბაიერში".
იულიან ნაგელსმანმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს გერმანიის ნაკრებთან. ხოლო რალფ რანგნიკმა ასევე უარი თქვა "ბაიერნზე".