"ბაიერნი" ძალიან ახლოსაა ვინსენტ კომპანის ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან.
მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და "ბარნლის" მფლობელმა, ოთხშაბათს მოლაპარაკება გამართა "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან კომპენსაციის თაობაზე.
კლუბმა და მწვრთნელმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ბელგიელს დიდი სურვილი აქვს, რომ შეუერთდეს "რეკორდმეისტერეს" და ახლა ელოდება სამეთვალყურეო საბჭოს, რადგან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდეს.