ჰანსი ფლიკი მზადაა, რომ "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაიკავოს. მას თვეების განმავლობაში სურდა ესპანეთში გადასვლა და მზად არის "საოცნებო სამუშაოსთვის".
როგორც ცნობილია, ჩავი "ბარსელონადან" გაათავისუფლეს, რაც დღეს პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა. ჰანსი ფლიკი კი "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
ფლიკი, უბრალოდ ოფიციალურ დოკუმენტებს ელოდება და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. - ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს