მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიუნხენის "ბაიერნის" რადარზეა.
"ბაიერნი" ჩუამენის საკითხს სერიოზულად ეკიდება და როგორც ესპანური გამოცემა წერს, მიუნხენის "ბაიერნი" ნამდვილად არის დაინტერესებული მისით.
იოზუა კიმიხი არის ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის "რეალს" სურს, როგორც ტონი კროოსის შეცვლელს.
გერმანელის წასვლის შემთხვევაში, "ბაიერნს" შემცვლელი დასჭირდება და ჩუამენი არის ვარიანტი.
გამოცემების მიხედვით, ბავარიული გიგანტი მზად იქნება ნახევარმცველისთვის მადრიდის "რეალს" 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს.