რონალდ არაუხო ისევ რჩება მაქს ებერლისა და კრისტოფ ფროინდის სიაში, მაგრამ "ბაიერნის" ახალი მწვრთნელის, ვინსენტ კომპანის სასურველ თერთმეტეულში ვერ მოხვდა.
იანვარში მიუნხენელებმა უკვე სცადეს არაუხოს შეძენა, მაგრამ ეს ტრანსფერი "ბარსელონას" უარის გამო ჩაიშალა.
თვითონ არაუხო "ბაიერნში" გადასვლის წინააღმდეგი არ იყო და არც ახლა არის. მისი ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება.
ურუგვაელ ვარსკვლავთან ერთად, ასევე სიაშია და ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია "მილანის" მცველი, ტეო ერნანდესი.