ჟოზე მოურინიო ჰარი კეინზე: "კეინს "ტოტენჰემში" ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამას "ბაიერნშიც" მოახერხებდა.
ჰარი ფანტასტიკური და სრულყოფილი მოთამაშეა, რომელიც საერთოდ არ არის ეგოისტი.
აკეთებს ასისტებს და კარგად აწყობს თამაშს, ერთადერთი, რაც მას აკლია, არის რაიმე ტიტულის მოგება.
ის ჩემი ფეხბურთელი იყო "ტოტენჰემში" და ვაპირებდი მასთან ერთად თასის მოგებას, მაგრამ ფინალამდე ექვსი დღით ადრე გამათავისუფლეს."