2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, სავარაუდოდ, მანუელ ნოიერის ბოლო ტურნირი იქნება გერმანიის ნაკრებში, როგორც ეს ეროვნული ნაკრების გარემოცვიდან და მიუნხენში ისმის.
მისი ჩამნაცვლებელი და მემკვიდრე იქნება "ბარსელონას" ძირითადი და გერმანიის ნაკრების მეორე მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.
ნოიერის კარიერა სავსეა წარმატებებით, მაგრამ მისი სურვილია, რომ თავისი მოღვაწეობა გერმანიაში დაასრულოს საკუთარ მიწაზე თასის მოგებით.
ლეგენდას გერმანიის ნაკრებში სულ 118 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 50 კი მშრალად შენახული.