თავის აგენტთან მოლაპარაკების შემდეგ, ტეო ერნანდესი ამჟამად “ბაიერნის” თემა აღარ არის.
ამის მიზეზი დეივისთან განახლებული მოლაპარაკებებია. მიუნხენში მაქს ებერლისა და ალფონსო დეივისის აგენტის პირველი შეხვედრის შემდეგ, როგორც ჩანს, ყველაფერი სწრაფი შეთანხმებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა ხუთშაბათს დატოვა მიუნხენი შეთანხმების გარეშე.
დეივისის მოთხოვნები კვლავ მაღალი იყო (16 მილიონი ევრო წელიწადში პლუს ხელმოწერის მაღალი საფასური). ებერლმა უთხრა აგენტს, რომ კლუბი ამას არ დათანხმდებოდა. თუ დევისი და აგენტი არ შეამცირებენ მოთხოვნებს, გარიგება ჩაიშლება.