ვინსენტ კომპანი ძალიან თავდაჯერებული იყო “ბაიერნის” ხელმძღვანელებთან საუბარში. შეხვედრაზე, სადაც ჰოენესი, ჰაინერი და ებერლიც იმყოფებოდნენ, კომპანიმ თქვა: "მე ლიდერი ვარ".
კომპანიმ ასევე განმარტა, თუ როგორ უთხრა პეპ გვარდიოლას "სიტიში" ყოფნისას: "მე ვიზრუნებ გასახდელზე" - მას შემდეგ ბელგიელი სიტის გუნდში ბოსი გახდა.
ახალ მწვრთნელს ასევე სულისკვეთება სურს გუნდში: მას სურს ნახოს გუნდი, რომელშიც ყველა მოთამაშე იბრძვის თავისი პოზიციისთვის და ჩამოაყალიბოს ახალი იერარქია.
ჰიროკი იტოსთან ხელმოწერა, ასევე პავლოვიჩისა და სტანიშიჩის კონტრაქტის გახანგრძლივება მწვრთნელის ხედვის ნაწილია.