"ბარსელონა" ერთ-ერთია იმ ხუთ გუნდს შორის, რომელსაც იოზუა კიმიხი განიხილავს "არსენალთან", "ლივერპულთან", მანჩესტერ "სიტისთან" და მადრიდის "რეალთან" ერთად.
"ბარსელონაში" ტრანსფერი ყველაზე რეალურია, რადგან კატალონიელები ეძებენ ფეხბურთელს კიმიხის პოზიციაზე.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმიხი დიდი ალბათობით დატოვებდა "ბაიერნს", მას შემდეგ, რაც ბავარიელებმა კონტრაქტის მოლაპარაკებები გადადეს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ.
ამჟამინდელი კონტრაქტის გამო, "ბაიერნი" არჩევანის წინაშე დგას, განაახლოს მისი ხელშეკრულება, ან გაყიდოს იგი.