ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, სადაც 4:1 დავმარცხდით.
ამ მატჩს "ბაიერნის" და გერმანიის ლეგენდა, ბასტიან შვაინშტაიგერი ესწრებოდა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ახლა ისინი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან - ერთმანეთს ტურნირის ორი საუკეთესო და ფავორიტი გუნდი შეხვდება.
უდიდესი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს ვილი სანიოლის ძლიერი ასპარეზობისთვის." - წერს შვაინშტაიგერი.